სამართალი
ბორჯომელი პოლიციელი საკუთარ სახლში ჩამომხრჩვალი ნახეს
ზურაბ ლომიძის თვითმკვლელობის ზუსტი მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა. 40 წლამდე მამაკაცი ახალ უბანში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.
შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება სსკ 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. გარდაცვლილს მეუღლე და ორი შვილი დარჩა.
Print