საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი
ღარიბაშვილი ამბობს, რომ დეკემბერში, როცა ევროკავშირის წევრობის
კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გახდება ცნობილი,
კონცერტი გაიმართება. მან დღეს, 27 ნოემბერს, მთავრობის სხდომის
დაწყებამდე განაცხადა, რომ ღონისძიება 14 ან 15 დეკემბერს გაიმართება,
გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ. ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება
ცნობილი.