პოლიტიკა
მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დააფუძნა
თიბისი ბანკის“ დამფუძნელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“ დააფუძნა. პრეზენტაცია ანაკლიაში გაიმართა, სადაც დასახელდება ორგანიზაციის მიზნები. როგორც ხაზარაძემ განაცხადა
„მოძრაობას, ექნება გუნდურობის, ექნება მიზნების მიღწევის, ექნება სიყვარულის, ერთობის, საქართველოს გამარჯვებაზე ორიენტირებული მიზანი“.

ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა აერთიანებს წარმატებულ ეკონომისტებს, იურისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს.

Print