ახალი ამბები
გედევან ფოფხაძე ანრი ოხანაშვილს - შეურაცხყოფას არ დაგივიწყებ, გპირდები - კარგი მეხსიერება მაქვს!
დეპუტატების ეკა ბესელიასა და გედევან ფოფხაძის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაპირისპირების მიზეზად იქცა.

საქმე “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შესატანი ცვლილებების პროექტს ეხება, რომელიც თავის მხრივ, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებიდან გამომდინარეობს და ადმინისტრაციულ საქმეებზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებების სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში გასაჩივრებას ითვალისწინებს. არსებული რეგულაციით კი, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა.

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვისას, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა ბესელია-ფოფხაძის პროექტზე უარყოფითი დასკვნა წარადგინა და აღნიშნა, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტი ახალ საკანონმდებლო პროექტს თავად მოამზადებს.

როგორც ოხანაშვილმა განაცხადა, წარმოდგენილი ვერსია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების სწორად და ლოგიკურად აღსრულების შესაძლებლობას არ იძლევა. მისივე თქმით, ამ საკითხზე პოზიციების შეჯება ვერ მოხდა.

“თავის დროზე ინიციატორებს, მათ შორის მომხსენებლებს მეტი პასუხისმგებლობა უნდა გამოეჩინათ. ჯერ ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე არ ცხადდებოდნენ, რითაც ვადა გაწელეს იმისთვის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადა დარღვეულიყო და საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება თავის დროზე არ აღსრულებულიყო. წარმოდგენილი ვერსია არ შეესაბამება იმ ლეგიტიმურ მიზანს, რაც საკონსტიტუციო სასამართლომ ჩადო“, - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

ოხანიშვილს თავდაპირველად გედევან ფოფხაძე გამოეხმაურა და მიმართა, რომ მას პირად შეურაცხყოფას არ დაუვიწყებს.

“რასაც ანრის გამოსვლას ვუსმინე და რაც კომიტეტზე ხდებოდა, ეს უფრო ჰგავს იმას, რომ გინდა ოპონენტს პიროვნული შეურაცხყოფა მიაყენო და არაკომპეტენტურობა დააბრალო. რაც მომაყენე გავიგე და არ დაგივიწყებ, გპირდები - კარგი მეხსიერება მაქვს! ამაზეც მიიღებ პასუხს დროთა განმავლობაში, ისე როგორც სხვა რაღაცეების გამო. საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება უფლებრივ საკითხთან დაკავშირებით, რაც ნიშნავს, აქვს თუ არა ადამიანს უფლება დაიცვას უფლებები სასამართლოს მეორე ინსტანციაში. მინდა ყურადღება მიაქციოთ, რატომ არ უნდათ, რომ ეს ინიციატივა მიიღონ. მე საკონსტიტუციო სასამართლომ უფლება მომცა, რომ რაღაც მეორე ინსტანციაში გავასაჩივრო. ესენი ამბობენ, დიფერენცირება მოვახდინოთ იმის მიხედვით, რამდენია ფინანსური ხარჯი და დავის ოდენობა. თუ ჩვენ უფლებაზე გავდივართ, ჩემთვის 5-ათასი ლარი შეიძლება მილიონი იყოს, ვიღაცისთვის კი, 1 ლარიც არ იყოს. თქვენ გამოდიხართ არა ადამიანის უფლებებიდან, ვისი უფლებებიც საკონსტიტუციო სასამართლომ დაიცვა, არამედ მოსამართლეების უფლებებიდან, რომ მათ რაც შეიძლება ნაკლები საქმე განიხილონ. კიდევ ერთ შეკვეთას უსრულებთ მურუსიძე-ჩინჩალაძეს და მაგ კლანს. რაც გინდათ გაიტანეთ, რაც გინდა, ნუ გაიტანთ, მაგრამ სიმართლე უნდა ითქვას ბოლომდე“, - მიმართა ოხანაშვილს გედევან ფოფხაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.


წყარო: ინტერპრესნიუსი
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტმა პირველი
მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი
მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის 73-მა
- „ქართული ოცნებიდან“, ცხრამ -
15:27 / 17.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის 73-მა - „ქართული ოცნებიდან“, ცხრამ - "ხალხის ძალიდან“ და ერთმა - "ევროპელი სოციალისტებიდან“.
პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83
ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი
მიიღო.
14:13 / 17.04.2024
პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო.
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად
ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი
მეტი’’-ს მიერ.
16:14 / 16.04.2024
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი მეტი’’-ს მიერ.
პარლამენტის პლენარული სხდომაზე
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისა და
ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული პროექტების განხილვა
დაიწყო.
15:05 / 16.04.2024
პარლამენტის პლენარული სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისა და ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული პროექტების განხილვა დაიწყო.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა
პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე
პირველი მოსმენით დღეს, 16 აპრილს, განიხილავს.
10:44 / 16.04.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დღეს, 16 აპრილს, განიხილავს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.