ახალი ამბები
"უმჯობესია დეპუტატები დაუპირისპირდნენ პოლიტსაბჭოს, ვიდრე ქართველ ხალხს" - გედევან ფოფხაძე
"მე მგონია, რომ უმჯობესია დღეს დეპუტატები დაუპირისპირდნენ პოლიტსაბჭოს და მის გადაწყვეტილებას, ვიდრე დაუპირისპირდნენ ქართველ ხალხს" - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რითაც გამოეხმაურა "ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს განცხადებას. ფოფხაძე ამბობს, რომ მმართველმა გუნდმა ეს კანონპროექტიც უნდა დაამტკიცოს, კონსტიტუციაც უნდა შეცვალოს და აღიაროს, რომ უვადო მოსამართლეების ინსტიტუტის შემოღება შეცდომა იყო ჩინჩალაძე-მურუსიძის პირობებში.

„ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა არის დრო, იმიტომ, რომ ამ პროცესის პარალელურად, როდესაც ჩვენ კანონპროექტებზე ვმსჯელობთ, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს უვადო მოსამართლეებს. მერე ეს უვადო მოსამართლეები ამ ქვეყნისთვის პრობლემა იქნება. მე ძალიან კარგად მესმის, რომ ჩვენ ახლა ეს კანონიც უნდა მივიღოთ ძალიან მალე და მერე კონსტიტუციაც შევცვალოთ და უნდა ვაღიაროთ, რომ შეგვეშალა როდესაც უვადო მოსამართლეების ინსტიტუტი შემოვიღეთ ჩინჩალაძის, მურუსიძის და ამ ზონდერ-მოსამართლეების პირობებში. ჩვენ რეალობას უნდა გავუსწოროთ თვალი და ვაღიაროთ, რომ ეს რეალობა საჭიროებს ასეთ გადაწყვეტილებებს. პარლამენტის მხრიდან ნებისმიერი სხვა პოზიცია იქნება მორალურად გაუმართლებელი, ანტისახალხო პოზიცია და იქნება პირდაპირი დაპირისპირება საქართველოს მოსახლეობასთან. მე მგონია, რომ ჯობია დღეს დეპუტატები დაუპირისპირდნენ პოლიტსაბჭოს და მის გადაწყვეტილებას, ვიდრე დაუპირისპირდნენ ქართველ ხალხს და ჩვენი ქვეყნის მომავალს. ყველას აქვს თავისი მორალური სტანდარტი, ჩაიხედონ თავიანთ გულში, პასუხი გასცენ სინდისს და მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელიც სჭირდება ქვეყანას"- განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

შეგახსენებთ, დღეს „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭომ განცხადება გაავრცელა. მასში ნათქვამია, რომ პარტიის თავმჯდომარისა და მმართველი გუნდის მიერ, გამოითქვა მზადყოფნა, კონსტიტუციურ ფარგლებში, ემსჯელა მოსამართლეთა უვადო დანიშვნის საკითხზე. თუმცა, საპარლამენტო უმრავლესობის ცალკეული წევრების მიერ, საკუთარ გუნდთან შეთანხმების გარეშე, მომზადდა კანონპროექტი, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ეწინააღმდეგება კონსტიტუციის დებულებებს. პარტიის პოლიტსაბჭოს ინფორმაციით, ეს კანონპროექტი ვერ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობის მხარდაჭერას.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
განხორციელდება.
16:51 / 25.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება.
დღეს, 2024 წლის 25 აპრილს
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის
გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით.
14:26 / 25.04.2024
დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3
მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი
დაუდგენელი.
12:22 / 25.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3 მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი დაუდგენელი.
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის
მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის -
ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში
„საქმე“
10:54 / 25.04.2024
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“
ევროპარლამენტი 25 აპრილს დაგეგმილ
პლენარულ სესიაზე „აგენტების კანონის“ შესახებ რეზოლუციის ტექსტს და
მასთან ერთად ორ შესწორებას უყრის კენჭს - შესწორებები სავიზო რეჟიმს
და ივანიშვილის სანქცირებას უკავშირდება.
09:35 / 25.04.2024
ევროპარლამენტი 25 აპრილს დაგეგმილ პლენარულ სესიაზე „აგენტების კანონის“ შესახებ რეზოლუციის ტექსტს და მასთან ერთად ორ შესწორებას უყრის კენჭს - შესწორებები სავიზო რეჟიმს და ივანიშვილის სანქცირებას უკავშირდება.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.