საკრებულოს გადამწყვეტ სხდომამდე ერთი დღით ადრე, ბორჯომში ოპოზიციური
პარტიების ლიდერები ჩამოვიდნენ. არასაპარლამენტო ოპოზიციამ, ბორჯომის
ოპოზიციურ
საკრებულოს სოლიდარობა გამოუცხადა. შეხვედრა გაიმართა საკანონმდებლო
ორგანოს თავმჯდომარესთან და რამდენიმე დეპუტატთან. საკრებულოში დღეს
არ იმყოფებოდნენ პატრიოტთა ალიანსის დეპუტატები. ხვალ დაგაგმილ
სხდომაზე ზაზა ჩაჩანიძის იმპიჩმენტი დღის წესრიგით პირველი საკითხი
იქნება.
საქართველოს პარლამენტმა პირველი
მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი
მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის 73-მა
- „ქართული ოცნებიდან“, ცხრამ - "ხალხის ძალიდან“ და ერთმა -
"ევროპელი სოციალისტებიდან“.
პარლამენტის პლენარული სხდომაზე
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისა და
ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული პროექტების განხილვა
დაიწყო.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა
პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე
პირველი მოსმენით დღეს, 16 აპრილს, განიხილავს.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.