ახალი ამბები
ბორჯომის საკრებულოს სხდომა ისევ გადაიდო
ხვალ 16 მარტს, ბორჯომის საკრებულოში ჩანიშნული სხდომა აღარ გაიმართება. ეს გადაწყვეტილება დღეს საკრებულოში გამართულ კომისიის და ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა მიიღეს. ხვალ დაგეგმილ სხდომაზე მთავარი საკითხი კვლავ მერიის თანამშრომლების ხელფასები იყო, რომელზეც მერია და საკრებულო მესამე თვეა ვერ თანხმდება.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი გოგიჩაიშვილი განმარტავს, რომ მერიას ხელფასების განმსაზღვრელი დოკუმენტი დღეს უკან დაუბრუნდა, რეკომენდაციებით და სხვა მუნიციპალიტეტების მერიის სამსახურებში არსებული სახელფასო ნუსხით. გოგიჩაიშვილი ამბობს, რომ იმ ფორმით ხელფასების მატებას, რომელსაც მერია მოითხოვს, საკრებულოს ოპოზიციური ნაწილი მხარს არ დაუჭერს.

საკანონმდებლო ორგანოს მორიგი გეგმიური სხდომა 28 მარტისთვის არის დაგეგმილი.
Print