ახალი ამბები
ბორჯომში საკრებულოს სხდომა კიდევ ერთხელ ჩაინიშნა
ბორჯომის საკანონმდებლო ორგანოში 16 მარტს სხდომა გაიმართება. მთავარი განსახილველი საკითხი, ისევ მერიის თანამშრომლების ხელფასები იქნება. სხდომა 12:00 საათზეა ჩანიშნული.
ბორჯომის მერიამ საკრებულოს განსახილველად სახელფასო ნუსხა გადასცა, სადაც მერის ხელფასი 2650 ლარით არის განსაზღვრული, ხოლო დანარჩენი თანამშრომლების ხელფასი უცვლელია, ანუ ის ხელფასებია, რაც ბოლოს გადაეცა საკრებულოს განსახილველად და რის დამტკიცებაზეც საკანონმდებლო ორგანომ უარი განაცხადა.
16 მარტს საკრებულოს სხდომაზე დასწრებას გეგმავენ "ქართული ოცნების" დეპუტატებიც, ეს ინფორმაცია ჩვენთან ირაკლი კვირკველიამ, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ დაადასტურა.

Print