ახალი ამბები
ბორჯომის მერი ხვალ ბრიფინგს მართავს
მერიაში ბრიფინგი ხვალ, 10 მარტს ჩაინიშნა. ბრიფინგს ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია 11:00 საათზე გამართავს. მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ შეხვედრა მედიასთან ბოლო პერიოდში ბორჯომში განვითარებულ მოვლენებს უკავშირდება.

შეგახსენებთ, ბორჯომის მერიის თანამშრომლები უკვე მესამე თვეა, კუთვნილ ხელფასებს ვერ იღებენ, საკრებულომ მერიას შენიშვნებით სახელფასო ნუსხა მეოთხედ დაუბრუნა. დღეს საკრებულოს სხდომაც ამ მიზეზით ჩაიშალა.



Print