ახალი ამბები
მერიის და საკრებულოს დასამტკიცებელი და დამტკიცებული სახელფასო ნუსხა და დეპუტატების წინასწარი პროგნოზები
რამდენჯერმე გადადებული და შემდეგ ჩავარდნილი საკითხი კვლავ განხილვის მოლოდინშია. 9 მარტს, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დეპუტატები კიდევ ერთხელ იმსჯელებენ დაუმტკიცონ თუ არა მერიის თანამშრომლებს გაზრდილი ხელფასები. ვინ დაუჭერს მხარს და ვინ არა აღნიშნულ საკითხის დამტკიცებას, ჯერ უცნობია თუმცა სიუჟეტიდან შეიტყობთ როგორია წინასწარი პროგნოზები და ვინ რამდენით ითხოვს შრომის ანაზღაურების მატებას.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ 28 თებერვალს გამართულ სხდომაზე საკრებულოს თანამშრომლების საშტატო ნუსხა და თანამდებობრივი სარგო დამტკიცდა, მერიის თანამშრომლებიც ხელფასების ბედი კი 9 მარტს გაირკვევა.
Print