ახალი ამბები
"მეორე რიგგარეშე სხდომა ითვლება არალეგიტიმურად" - ქეთი ბებიაშვილი
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელმა, ქეთი ბებიაშვილმა 28 თებერვალს, ბორჯომის საკრებულოში გამართული სხდომების შესახებ კომენტარი "დღის ქრონიკის" სტუდიაში გააკეთა.
კითხვაზე: "ერთ დღეში, პირველი სხდომის დასრულების შემდეგ შესაძლებელი იყო თუ არა ხელახალი სხდომის ჩატარება?" იურისტმა უპასუხა, რომ საკრებულოს რეგლამენტი ასეთ საკითხს არ ითვალისწინებს.

"კიდევ ერთხელ განვმარტავ, თუ პირველი სხდომა იყო რიგგარეშე, რომელიც ჩატარდა და დასულდა და თუ ამ სხდომაზე არ იქნა დამტკიცებული ხელფასების საკითხი და შემდეგ იმავე დღეს ჩატარდა მეორე რიგგარეშე სხდომა, ამ შემთხვევაში მეორე რიგგარეშე სხდომა ითვლება არალეგიტიმურად, გამომდინარე იქიდან რომ საკრებულოს რეგლამენტი ასეთ სხდომას არ ითვალისწინებს.

შესაბამისად, როგორი საკითხიც არ უნდა ყოფილიყო მიღებული იმავე დღეს, ეს არ ჩაითვლება ლეგიტიმურად, გამომდინარე იქიდან, რომ საჭირო იყო ერთი კვირის თავზე ამ საკითხის ხელახლა განხილვა და მისი მიღება ან არ მიღება და ამ საკითხზე განმეორებით მსჯელობა.

არსებითი მნიშვნელობა აქვს, რა ერქვა პირველ სხდომას და როგორ დასრულდა, იმისათვის რომ ჩვენ განვსაზღვროთ მეორე სხდომას რა ერქვა, რის საფუძველზე მოხდა მისი ჩატარება, ვინ იყო ინიციატორი საკრებულოს სხდომის ჩატარების: საკრებულოს შემადგენლობის ერთი მესამედი თუ ფრაქცია... ეს არის დეტალები, რომლებიც ჩვენთვის დოკუმენტალურად არ არის ხელმისაწვდომი და შეიძლება ვივარაუდოთ იმ ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც ვრცელდება"
- განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელმა. ქეთი ბებიაშვილმა "დღის ქრონიკის" სტუდიაში, 2 მარტს, ბორჯომის თვითმმართველობაში განვითარებულ კრიზისულ მდგომარეობაზე ისაუბრა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
საქართველოს პარლამენტმა პირველი
მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი
მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის 73-მა
- „ქართული ოცნებიდან“, ცხრამ -
15:27 / 17.04.2024
საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო ე.წ. აგენტების კანონი, რომელსაც ხალხმრავალი პროტესტი მოჰყვა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 83-მა დეპუტატმა, მათ შორის 73-მა - „ქართული ოცნებიდან“, ცხრამ - "ხალხის ძალიდან“ და ერთმა - "ევროპელი სოციალისტებიდან“.
პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83
ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი
მიიღო.
14:13 / 17.04.2024
პარლამენტმა, პირველი მოსმენით, 83 ხმით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი მიიღო.
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად
ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი
მეტი’’-ს მიერ.
16:14 / 16.04.2024
‘’იზრუნე და გაახარე’’ – ერთად ვიზრუნოთ ‘’თებე’’-სთვის. პროექტი ხორციელდება ფონდი ‘’ორბელიანი მეტი’’-ს მიერ.
პარლამენტის პლენარული სხდომაზე
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისა და
ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული პროექტების განხილვა
დაიწყო.
15:05 / 16.04.2024
პარლამენტის პლენარული სხდომაზე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტისა და ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული პროექტების განხილვა დაიწყო.
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა
პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „უცხოური გავლენის
გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე
პირველი მოსმენით დღეს, 16 აპრილს, განიხილავს.
10:44 / 16.04.2024
პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით დღეს, 16 აპრილს, განიხილავს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
ამერიკის ელჩი საქართველოში რობინ ლ. დანიგანი ბორჯომს ესტუმრა;
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.