ახალი ამბები
კრიზისის შემოქმედი არის ზაზა ჩაჩანიძე - გიორგი ფერაძე
დღეს ბორჯომის ცენტრში გამართულ საპროტესტო აქციაზე ერთი მთავარი მოთხოვნა დაფიქსირდება, გადადგეს ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე - აცხადებს ტელეკომპანია "ბორჯომთან"   მმართველი პარტიის დეპუტატი გიორგი ფერაძე. ფერაძე ამბობს რომ ცენტრალური ხელისუფლებიდან პარტიის ლიდერებს არ ელოდებიან და პროცესებს ადგილობრივი ძალებით მართავენ. იმ შემთხვევაში თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება აქცია არ დაიშლება.
ბორჯომში "ქართული ოცნების" მიერ ორგანიზებული საპროტესტო აქცია დღეს, 17:00 საათზეა დაგეგმილი. აქციაზე საჯარო მოხელეების, მათი ოჯახის წევრებს და მმართველი გუნდის მხარდამჭერებს ელოდებიან.


Print