ახალი ამბები
ვითარება ბორჯომში
ამ დროისთვის ბორჯომის მუნიციპალიტეტში სამუშაო პროცესი პარალიზებულია. მერიის შენობაში მხოლოდ თანამშრომლებს უშვებენ. შენობის ორივე შესასვლელს შსს-ს თანამშრომლები ა კონტროლებენ. ქალაქში სპეცრაზმია მობილიზებული.

შეგახსენებთ ბორჯომის საკრებულოში მდგომარეობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც საკრებულოს სხდომაზე გუშინ მერიის თანამშრომლების ხელფასების საკითხი არ დამტკიცდა, ამას შენობის პიკეტირება და ორ დაპირისპირებულ მხარეს შორის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მოჰყვა.

მერიის თანამშრომლები საკრებულოს თავმჯდომარის დაკავებული თანამდებობიდან გადადგომას ითხოვდნენ.
Print