ახალი ამბები
"ისინი არ არიან უფლებამოსილი რომ საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენონ" - ზაზა ჩაჩანიძე
საკრებულოს თავმჯდომარემ ზაზა ჩაჩანიძემ, გუშინ გვიან ღამით მედიასთან კომენტარი გააკეთა.
ის აცხადებს, რომ 28 თებერვალს, ხელახლა გამართული საკრებულოს სხდომა არალეგიტიმურია და ერთ კვირაში რიგგარეშე სხდომის ჩატარებას ვარაუდობს. მისი თქმით, პატრიოტთა ალიანსის 4 დეპუტატიდან, რომელიც აღნიშნულ სხდომას დაესწრო და ხელფასების საკითხს მხარი დაუჭირა, მათგან რამდენიმე, პარტიის წევრი არ არის.

ზაზა ჩაჩანიძის თქმით, დღის წესრიგში გაწერილი ყველა საკითხი მხარდაჭერილია, გარდა საჯარო მოხელეებისთვის გაზრდილი ხელფასების საკითხისა. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, აღნიშნულ ოქმს ხელი 1 მარტს მოეწერება.

საკრებულოს თავმჯდომარე "ნაციონალურ მოძრაობასთან" თანამშრომლობას უარყოფს.
Print