ახალი ამბები
ბორჯომის საკრებულოს სხდომა დახურულ კარს მიღმა გაგრძელდა
ამ დროისთვის, ბორჯომის საკრებულოს სხდომა გრძელდება. სხდომას არ ესწრება საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე.
სხდომას 28-დან სავარაუდოდ 16 დეპუტატი ესწრება, მათ შორის უმრავლესობას "ქართული ოცნება" წარმოადგენს. მმართველი გუნდის დეპუტატებთან ერთად, სხდომას ესწრება "პატრიოტთა ალიანსის" რამდენიმე დეპუტატიც.

საკრებულოს სხდომა მედიისთვის დახურულია. არსებული, ინფორმაციით, დეპუტატები რამდენიმე საკითხის განხილვას გეგმავენ. აპირებენ თუ არა დეპუტატები გაზრდილი ხელფასების საკითხის განხილვას- უცნობია.
Print