ახალი ამბები
გამგეობის თანამშრომლები დღეს ლეიბორისტ დეპუტატს დაუპირისპირდნენ
ორი თვის განმავლობაში, უხელფასოდ დარჩენილი თანამშრომლები დღეს საკრებულოს სხდომის დასრულების შემდეგ, ლეიბორისტ დეპუტატს - გიორგი გიუაშვილს დაუპირისპირდნენ.

შეგახსენებთ, დღეს საკრებულოს სხდომაზე, 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საჯარო მოხელეებისთვის გაზრდილი ხელფასების დამტკიცების საკითხს მხარი არ დაუჭირეს. სხდომას 28-დან 26 დეპუტატი ესწრებოდა. "ქართული ოცნება" სხდომას დღეს პირველად 11 დეპუტატით შეუერთდა. სხდომაზე არ იმყოფებოდნენ მმართველი გუნდიდან რევაზ ლაშხი და ანდრო თედიაშვილი. აღნიშნული საკითხს, მხარი დაუჭირა "ქართული ოცნების" დეპუტატმა, თუმცა არასაკმარისი ხმების რაოდენობის გამო, აღნიშნული საკითხი ჩავარდა. სწორედ ამ მიზეზის გამო დაიწყო ხმაური და ურთიერთდაპირისპირება ბორჯომის მუნიციპალიტეტის შენობაში.
Print