ახალი ამბები
ხელფასების საკითხი ისევ არ დამტკიცდა - ხმაურია ბორჯომის საკრებულოში
საჯარო მოხელეებისთვის გაზრდილი ხელფასების საკითხის დამტკიცება ვერც ამ სხდომაზე მოხერხდა. 26 დეპუტატიდან საკითხის დამტკიცებას მხარი მხოლოდ "ქართული ოცნების" 11-მა დეპუტატმა დაუჭირა. 15-მა ოპოზიციონერმა დეპუტატმა კი აღნიშნულ საკითხს მხარი არ დაუჭირა. შესაბამისად, ხმების არასაკმარისი რაოდენობის გამო, ხელფასების საკითხი ჩავარდა.

აღნიშნული საკითხის ჩავარდნამ, ბორჯომის საკრებულოში ხმაური გამოიწვია. ოპონენტები ერთმანეთს სიტყვიერი შეურაცხყოფებით მიმართავენ.
Print