ახალი ამბები
კრიზისი ბორჯომის თვითმმართველობაში და პასუხისმგებლობა ამომრჩევლის წინაშე
არშემდგარი კვორუმი და ოთხჯერ ჩაშლილი საკრებულოს სხდომა - ასეთი რეალობაა დღეს ბორჯომის ადგილობრივ საკანონმდებლო ორგანოში. 31 იანვარს, 1, 13, 14 თებერვალს სხდომები არ გაიმართა იმ მიზეზით, რომ ადგილზე საკმარისი რაოდენობის დეპუტატი არ გამოცხადდა. მათ შორის ორი სხდომა მუნიციპალიტეტის მერის მიერ იყო მოწვეული, რასაც არც ამჯერად ესწრებოდნენ "ქართული ოცნების" დეპუტატები. განსახილველი 27 საკითხიდან, ბოლო ორი საკითხი საჯარო მოხელეების საშტატო ნუსხისა და გაზრდილი ხელფასების დამტკიცებას ეხებოდა, შესაბამისად მერიის თანამშრომლები ამ დრომდე ხელფასის მოლოდინში არიან, მათგან განსხვავებით იანვრის შრომითი ანაზღაურება მიიღო საკრებულოს 25-მა თანამშრომელმა.

რატომ არ დაესწრო "ქართული ოცნება" მუნიციპალიტეტის მერის მიერ მოწვეულ საკრებულოს სხდომას, ამ კითხვას პარტიაში უპასუხეს. მუნიციპალიტეტის მერმა - ლევან ლიპარტიამ კი აღნიშნულ თემაზე კომენტარი არ გააკეთა.

რატომ გადაიდო რამდენჯერმე ჩანიშნული სხდომა და განსახილველი საკითხები, რა პასუხისმგებლობა აქვს ბორჯომის საკრებულოს 27 დეპუტატს ამომრჩევლის წინაშე და რას ითხოვს ხალხი.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ბორჯომში მიმდინარე პროცესებს მონიტორინგს უწევს. ისინი ორივე მხარეს მოუწოდებენ, ამომრჩევლის წინაშე აღებული ვალდებულება შეასრულონ.
Print