ახალი ამბები
ბრძოლა ფრაქციებისთვის ბორჯომის საკრებულოში
ბორჯომში, "ქართული ოცნების" სამი დეპუტატიდან, ანდრო თედიაშვილი - კონსერვატიულ პარტიას, ხოლო ივანე შალუტაშვილი და ოთარ არბოლიშვილი "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" შეუერთდნენ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია, ოპოზიციონერი დეპუტატების მიერ გუშინ, 10 იანვარს სოციალური ქსელის საშუალებით გავრცელდა. მათი განმარტებით, დეპუტატებმა "ქართული ოცნება", საკრებულოში ახალი ფრაქციების შექმნის მიზნით დატოვეს. ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" არ დაშლილა და ინფორმაცია არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა. მხარეების პოზიციები, ნახეთ სიუჟეტში.
Print