ახალი ამბები
ბორჯომის 2018 წლის ბიუჯეტის პროექტში საკრებულოს კვლავ შენიშვნები აქვს
დღეს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას, მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ ესწრებოდნენ. დღის წესრიგში სულ 5 საკითხი იყო შეტანილი. 15 ოპოზიციონერმა დეპუტატმა ბიუჯეტის პროექტი განიხილა, თუმცა არ დაამტკიცა და შენიშვნებით მერიას ჩასასწორებლად კიდევ ერთხელ დაუბრუნა. მომდევნო სხდომა 27 დეკემბერს ჩაინიშნა. ამ დღეს გაირკვევა, გაითვალისწინებს თუ არა აღმასრულებელი ორგანო, საკრებულოს შენიშვნებს და დაამტკიცებს თუ არა საკანონმდებლო ორგანო მომავალი წლის ადგილობრივ ბიუჯეტს.
Print