პოლიტიკა
საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი პარლამენტმა დაამტკიცა
საქართველოს კონსტიტუციის პროექტი 117-ხმით, 2-წინააღმდეგი მიიღეს. პარლამენტმა მესამე მოსმენით საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებების პროექტი დაამტკიცა. 114 მომხრე, 3-წინააღმდეგი - ასეთი შედეგით მიიღეს აჭარის ავტონომური რესპუბლიკის შესახებ კონსტიტუციურ კანონში ცვლილებები.

კონსტიტუციაში განხორციელებული ცვლილებებით, რომელიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ შედის ძალაში, ქვეყანა კლასიკურ საპარლამენტო მოდელზე გადადის.

საკონსტიტუციო ცვლილებებით, ერთ-ერთი საკვანძო ცვლილება შერეული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლაა, თუმცა პროპორციული საარჩევნო სისტემა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ამოქმედდება, 2020 წლის არჩევნები კი, კვლავ არსებული შერეული საარჩევნო სისტემით ჩატარდება, თუმცა ამ არჩევნებისთვის, ერთჯერადად, 3%-იანი საარჩევნო ბარიერი იმოქმედებს.

კონსტიტუციის ახალი რედაქციით, პრეზიდენტი არაპირდაპირი წესით იქნება არჩეული. პრეზიდენტი სპეციალური საარჩევნო კოლეგიის მიერ აირჩევა, რომელიც შედგება პარლამენტის 150 წევრისგან, ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი საბჭოების ყველა წევრისგან და პარტიების მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ბოლო არჩევნების შედეგების შესაბამისად დასახელებული ხმოსნებისაგან.

ამასთან, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები პირდაპირი წესით ჩატარდება და ამომრჩეველი მომდევნო არჩევნებში პრეზიდენტს 6 წლის ვადით აირჩევს.

კონსტიტუციაში დაგეგმილი კიდევ ერთი სიახლეა, პრეზიდენტის სათათბირო ორგანოს - ეროვნული უშიშროების საბჭოს გაუქმება და მის ნაცვლად, თავდაცვის საბჭოს ჩამოყალიბება, რომლის ფორმირებაც საომარი მდგომარეობის შემთხვევაში მოხდება.

საკონსტიტუციო ცვლილებების ფარგლებში კონსტიტუციის თითქმის ყველა მუხლი გადაიხედა.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ამერიკის შეერთებული შტატების
სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოსთან
დაკავშირებით X-ზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია.
14:51 / 04.05.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოსთან დაკავშირებით X-ზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია.
4 მაისს, საქართველოში აკრედიტებული
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, საქართველოს
პრეზიდენტმა პროვოკაციული უწოდა „ქართული ოცნების“ საპატიო
თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, რომლებიც მან 29
აპრილს, კონტრაქციაზე გამოსვლისას გააკეთა.
14:33 / 04.05.2024
4 მაისს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა პროვოკაციული უწოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, რომლებიც მან 29 აპრილს, კონტრაქციაზე გამოსვლისას გააკეთა.
„ვქმნით უფრო განვითარებულ,
ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი
თაობებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,
ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური
შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. ის
ამბობს, რომ ამ შეხვედრის ძირითადი სლოგანი - “ხიდი მომავლისკენ“ -
„საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს“.
11:41 / 04.05.2024
„ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. ის ამბობს, რომ ამ შეხვედრის ძირითადი სლოგანი - “ხიდი მომავლისკენ“ - „საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს“.
პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 2
მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული
სხდომები) არ გაიმართება. შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 2 მაისს
14.00 საათამდე იმოქმედებს.
11:21 / 02.05.2024
პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 2 მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება. შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 2 მაისს 14.00 საათამდე იმოქმედებს.
საქართველოს პარლამენტთან „რუსული
კანონის
19:01 / 30.04.2024
საქართველოს პარლამენტთან „რუსული კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.