პოლიტიკა
ადგილობრივი ბიუჯეტი 63 900 ლარით გაიზარდა - საკრებულოს სხდომა ბორჯომში
ბორჯომის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 63 900 ლარით გაიზარდა. ბიუჯეტში შეტანილი ცვლილებები დღეს, საკრებულოს სხდომაზე დაამტკიცეს.
2018 წლის 1 იანვრიდან, გამგეობისა და საკრებულოს თანამშრომლების რანგირება მოხდება და განისაზღვრება შესაბამისი თანამდებობრივი სარგო.
ცენტრალურ პარკში არსებული ყოფილი ელექტროსადგურის შენობა, კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს გადაეცემა, რომელიც მის რეაბილიტაციას უზრუნველყოფს.
24 000 ლარამდე დაფინანსდა სოციალური დახმარების მიზნით მოქალაქეთა განცხადებები. დეპუტატებმა აღნიშნულ საკითხებს მხარი დაუჭირეს, სულ 9 საკითხი განიხილეს. სხდომის დასრულების შემდეგ, ოპოზიციონერმა დეპუტატმა - გიორგი გიუაშვილმა საკრებულოს წინადადებით მიმართა.
Print