ახალი ამბები
საჯარო მოხელეებს პირველი ივლისიდან კლასები მიენიჭებათ
საჯარო მოხელეებს 12 კლასი მიენიჭებათ, რის საფუძველზეც მათ ხელფასზე დანამატები დაენიშნებათ. მთავრობის დადგენილება "საჯარო მოხელისათვის მოხელის კლასების მინიჭების წესის" შესახებ ძალაში 1 ივლისიდან შევა.

მოხელის რანგები ასე გამოიყურება:


1 კლასი - საჯარო სამსახურის მესამე კლასის რეფერენტი
2 კლასი - საჯარო სამსახურის მეორე კლასის რეფერენტი
3 კლასი - საჯარო სამსახურის პირველი კლასის რეფერენტი
4 კლასი - საჯარო სამსახურის მესამე კლასის მრჩეველი
5 კლასი - საჯარო სამსახურის მეორე კლასის მრჩეველი
6 კლასი - საჯარო სამსახურის პირველი კლასის მრჩეველი
7 კლასი - მესამე კლასის მრჩეველი
8 კლასი - მეორე კლასის მრჩეველი
9 კლასი - პირველი კლასის მრჩეველი
10 კლასი - სახელმწიფო მრჩეველი
11 კლასი - პირველი კლასის სახელმწიფო მრჩეველი
12 კლასი - ნამდვილი სახელმწიფო მრჩეველი

მოხელის კლასი განსაზღვრავს მოხელის პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების დონეს.

მოხელისათვის მოხელის კლასის მინიჭების მიზანია მოხელის მოტივაციის ამაღლება, მატერიალური კეთილდღეობის ხელშეწყობა და საჯარო სამსახურის სტაბილურობის უზრუნველყოფა.

დადგენილების მიხედვით მოხელისთვის კლასის მინიჭების წესები კი ასეთია
:

მოხელეს მოხელის კლასი ენიჭება მოხელის შეფასების შედეგების მიხედვით.

პირველიდან მე-6 კლასის ჩათვლით – საუკეთესო შეფასებით 2 წელიწადში ერთხელ, მინიმუმ კარგი შეფასებით – 3 წელიწადში ერთხელ

მე-7 კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით – საუკეთესო შეფასებით წელიწადში ერთხელ, მინიმუმ კარგი შეფასებით – 2 წელიწადში ერთხელ

მოხელის კლასი არ მიენიჭება იმ მოხელეს, რომელიც დანიშნულია გამოსაცდელი ვადით, გამოსაცდელი ვადის განმავლობაში. დადგენილება ამ მოხელეთათვის "საკლასო დანამატების" გაცემას ითვალისწინებს, თუმცა დანამატების კონკრეტული ოდენობები არც ამ დადგენილებაში და არც საჯარო სამსახურში ანაზრაურების შესახებ კანონში არაა გაწერილი.

2017 წლის ბიუჯეტის მიხედვით, საქართველოში 115 ათასი საჯარო მოსამსახურეა, ამ დროისთვის უცნობია მათგან რა ნაწილს რა კლასი მიენიჭება. ასევე უცნობია თუ რა დანამატებს მიიღებენ ეს მოხელეები.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
13:45 / 18.05.2024
"ეს არის მარტივი ეკონომიკური დაკვირვება, იმიტომ, რომ მყიფე ეკონომიკა გვაქვს. ზუსტად ასევე ვპროგნოზირებ ახლაც, საყოველთაო საზოგადოებრივი მოხმარების საგნებსა და მომსახურებაზე ფასების ზრდას სანქციების შემდეგ“ - ამ თემაზე რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ ეკონომისტმა ოთო აბესაძემ ისაუბრა.
ბოლო დღეების განმავლობაში ლარი,
დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება.
09:31 / 18.05.2024
ბოლო დღეების განმავლობაში ლარი, დოლართან და ევროსთან მიმართებით უფასურდება.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი
ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში
გაემგზავრა.
11:37 / 16.05.2024

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში გაემგზავრა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“
ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ
„ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.
11:08 / 15.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ „აგენტების კანონს“ ვეტოს დაადებს და განაცხადა, რომ პრეზიდენტს ვერ გამოიყენებენ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის „სახის გადასარჩენად“.
ევროსაბჭოს საპარლამენტო
ასამბლეის(PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა დაგმო საქართველოში
ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე,
10:45 / 15.05.2024
ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის(PACE) პრეზიდენტმა თეოდოროს რუსოპულოსმა დაგმო საქართველოში ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე,
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.