პოლიტიკა
ასპინძაში გასამართი კულტურული ღონისძიებებისათვის გამოყოფილ 25 000 ლარს ბორჯომში ხმაური მოჰყვა
საკრებულოს სხდომა დღეს ხმაურის ფონზე დასრულდა. დაპირისპირება 11 მაისს, რიგგარეშე სხდომაზე დაახლოებით ნახევარი მილიონი ლარით გაზრდილი ბიუჯეტის დამტკიცების საკითხს მოჰყვა. საკრებულოს თავმჯდომარემ, რომელიც ამ სხდომას არ ესწრებოდა, პრეტენზია გამოთქვა იმ 25 000 ლარზე, რომელიც ასპინძაში ძეგლის გახსნისთვის და ღონისძიების გასამართად ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა. იგივე კითხვა და დამატებით სხვა საკითხების განხილვა მოითხოვა ოპოზიციონერმა დეპუტატმა - მაია ხრიკაძემ.
Print