ახალი ამბები
პრემიერი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს შეხვდა
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურ მინისტრს გერდ მიულერს შეხვდა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო საქართველო-გერმანიის თანამშრომლობას, რომელიც დინამიკურად ვითარდება და მრავალ განზომილებას მოიცავს.
გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალურმა მინისტრმა სრული მხარდაჭერა გამოუცხადა საქართველოს მთავრობის რეფორმების ოთხპუნქტიან გეგმას, რომლის დეტალები მას პრემიერ-მინისტრმა გააცნო. გერდ მიულერმა საქართველოში პროფესიული განათლების სისტემის განვითარების მხარდაჭერის გაძლიერების მზადყოფნა გამოთქვა. ფედერალური მინისტრი ასევე გამოვიდა ინიციატივით, გერმანიაში ჩატარდეს ერთობლივი საინვესტიციო ფორუმი, რომელიც გერმანელ ინვესტორებს საქართველოს საინვესტიციო შესაძლებლობების უკეთ გაცნობის შესაძლებლობას მისცემს.
შეხვედრისას საუბარი შეეხო გერმანიასთან განვითარების სფეროში აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებას, რაც მოიცავს პროექტებს არაერთი მნიშვნელოვანი მიმართულებით.
გიორგი კვირიკაშვილმა გერმანიას მადლობა გადაუხადა განვითარების სფეროში GIZ-ისა და KfW-ს პროექტების მეშვეობით გაწეული დახმარებისთვის.
პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა გერმანიის წვლილი საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლის შემოღებაში და განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობა აფასებს ფედერაციული რესპუბლიკის ურყევ მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის, ასევე - ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი.
გიორგი კვირიკაშვილის განაცხადებით, სასიხარულოა, რომ ფედერალური მინისტრის სტუმრობა საქართველოში პირველი გერმანული დასახლების 200 წლისა და ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 25 წლისთავს დაემთხვა. მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველო-გერმანიის წლის აღსანიშნავ ღონისძიებებსა და 2018 წლის ფრანკფურტის წიგნის საერთაშორისო ბაზრობის სამზადისზე, რომელშიც საქართველოს საპატიო სტუმრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ
სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
07:12 / 03.05.2024
ვნების კვირის პარასკევი ქრიტიანულ სამყაროში ყველაზე მძიმე დღეა.
პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 2
მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული
სხდომები) არ გაიმართება. შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 2 მაისს
14.00 საათამდე იმოქმედებს.
11:21 / 02.05.2024
პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 2 მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება. შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 2 მაისს 14.00 საათამდე იმოქმედებს.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან
შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს
იყენებს.
22:54 / 30.04.2024
თბილისში, პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცრაზმი წყლის ჭავლს იყენებს.
საქართველოს პარლამენტთან „რუსული
კანონის
19:01 / 30.04.2024
საქართველოს პარლამენტთან „რუსული კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
გარემოს ეროვნული სააგენტო
„ჭიაკოკონობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეებს
აფრთხილებს.
13:25 / 30.04.2024
გარემოს ეროვნული სააგენტო „ჭიაკოკონობის“ დღესასწაულთან დაკავშირებით მოქალაქეებს აფრთხილებს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.