ახალი ამბები
ცვლილებები ბორჯომის ბიუჯეტში
ბორჯომის ბიუჯეტი 558 170 ლარით გაიზარდა. საკრებულოს სხდომაზე აღნიშნული თანხის სხვა და სხვა მიმართულებით განაწილება მოხდა.

თანხები დაემატა გარე განათებას, ბორჯომის საზოგადოებრივ ტრანსპორტს, დასუფთავებას და კეთილმოწყობას. ასევე გაიზარდა დაფინანსება ბორჯომობის დღესასწაულისათვის, სპორტული ღონისძიებებისათვის და პარკში არსებული აუზის რეაბილიტაციისათვის.

გაზრდილი ბიუჯეტით დაფინანსდება ბორჯომში გზის  ფეხით სავალი ნაწილების მოწყობა.
Print