პოლიტიკა
2017 საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადდა
ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ითქვა.
200 წლის წინ საქართველოში პირველი გერმანელი ემიგრანტები ჩამოვიდნენ, ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარებიდან კი 25 წელი გავიდა. ამ ორი მნიშვნელოვანი მოვლენის აღსანიშნავად 2017 საქართველო-გერმანიის მეგობრობის წლად გამოცხადდა. 
გერმანიის ელჩის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქვეყანას შორის კულტურული, პოლიტიკური და ეკონომიკური ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდეს. ჰაიკე ფაიჩი მიიჩნევს, რომ საქართველო-გერმანიის მეგობრობის წელი სწორედ ამ მიზანს შეუწყობს ხელს.
გერმანია-საქართველოს მეგობრობის წლისადმი მიძღვნილი ღონისძიებები საქართველოში 21 აპრილს თბილისის საკრებულოს შენობაში გაიხსნება, ხოლო გერმანიაში 26 აპრილს, ორივე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის მონაწილეობით.

Print