პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრი მედიაომბუდსმენის ინსტიტუტის შექმნის ინიციატივით გამოდის
ინიციატივა გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობო სექტორს დღეს გამართულ შეხვედრაზე გააცნო.
გიორგი კვირიკაშვილი სათანამშრომლოდ მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე, ევროპელ მედიის უფლებადამცველებს, საერთაშორისო დონის ევროპელ მედიაექსპერტებსა და სპეციალისტებს იწვევს.

პრემიერის ინიციატივის მიზანია, უზრუნველყოფილი იყოს მაქსიმალური გამჭვირვალობა, პლურალისტული მედიაგარემოს განვითარება და მოიხსნას ყველა კითხვის ნიშანი საქართველოში მედიის თავისუფლებასთან დაკავშირებით.

"პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ევროპული ინსტიტუტების გადაწყვეტილებებს, რეკომენდაციებს და მოსაზრებებს, რითაც მათ განსაკუთრებული წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებაში. ამ დამოკიდებულებით ვეკიდებით სწორედ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ "რუსთავის 2"-ის საქმესთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას, დროებითი ზომის გამოყენების თაობაზე. ამასთან, მინდა, ყველას შევახსენო და ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენმა ხელისუფლებამ საქმით დაამტკიცა დემოკრატიული ღირებულებებისადმი ერთგულება, რაც საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტების მიერ არაერთხელ იქნა აღიარებული. ამაზე მიუთითებს საერთაშორისო რეიტინგებიც. სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლება, სასამართლოს დამოუკიდებლობა, ჩვენი მთავრობის პოლიტიკის შედეგია და ქვეყნის და ხალხის მთავარი მონაპოვარია, რისი მტკიცედ დაცვა და შენარჩუნებაც ჩვენი ძირითადი პრიორიტეტია. სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი ფუნდამენტია და მის საქმიანობაში ჩარევა და მისი გადაწყვეტილებების უპატივცემულობა სრულიად დაუშვებლად მიგვაჩნია, ისევე, როგორც - სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა. აღნიშნული ღირებულებებით ხელმძღვანელობენ ჩვენი ევროპელი მეგობრები და პარტნიორები, ასეთია ევროპული დემოკრატიის საფუძველი და სწორედ ასეთი სახელმწიფოს აშენებაში მხარდაჭერას და გვერდში დგომას ველით ჩვენი ევროპელი პარტნიორებისაგან. ჩვენ ვიცავთ და დავიცავთ ჩვენს ქვეყანაში ევროპულ ღირებულებებს. ჩვენი ხელისუფლება არის და იქნება გარანტი დემოკრატიული ინსტიტუტების სიძლიერის და მათი დამოუკიდებლობის.

მინდა, საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ იცოდეს, რომ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა საქართველოს სახელმწიფოს ინსტიტუტებმა უზრუნველყონ ყოველი მათგანის უფლების დაცვა, სამართლიანობის პრინციპის დამკვიდრება და განვითარება. სწორედ ამიტომ, საკუთრების დაცვისა და სასამართლოს, როგორც უმნიშვნელოვანესი სახელმწიფო ინსტიტუტის დამოუკიდებლობის დაცვის პარალელურად, არ უნდა შეილახოს არც ერთი ფუნდამენტური უფლება. მართლაც, პირველ რიგში სწორედ ჩვენი, ხელისუფლების ინტერესშია, დაცული იყოს ჩვენივე მთავარი მონაპოვარი - სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება და მედიაპლურალიზმი. ამიტომ, არ უნდა არსებობდეს არანაირი კითხვის ნიშანი ამ საკითხთან დაკავშირებით.

სწორედ ამიტომ, გამოვდივარ ინიციატივით, ჩამოვაყალიბოთ მედიაომბუდსმენის ინსტიტუტი, სადაც მოწვეული იქნებიან მსოფლიოში ყველაზე მაღალი რეპუტაციის მქონე მედიის უფლებადამცველები. მე დღეს საჯაროდ ვიწვევ სათანამშრომლოდ საერთაშორისო დონის, ევროპელ მედიაექსპერტებს და სპეციალისტებს, რომლებმაც თავისი მოღვაწეობით და საქმით დაამტკიცეს საკუთარი პროფესიონალიზმი.
ამ ინსტიტუტმა მუდმივად უნდა აწარმოოს ჩვენს ქვეყანაში მედიაგარემოსა და მის განვითარებაზე დაკვირვება, მონიტორინგი და ეს უნდა შეეხოს როგორც "რუსთავი 2"-ის ირგვლივ არსებულ ვითარებას, ისე - საზოგადოებრივ მაუწყებელში და ზოგადად მედიასივრცეში მიმდინარე პროცესებს.
ჩვენ ვართ ღია თანამშრომლობისთვის, ჩვენ დაინტერესებული ვართ ჩვენი ინსტიტუტების დაცვით და მათი გაძლიერებით და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ჩვენი ქვეყნის განვითარება სწორედ ევროპულ და დემოკრატიულ ღირებულებებზე იყოს დაფუძნებული", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
გიორგი კვირიკაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ "რუსთავი 2"-ის მფლობელებს შორის დავის თაობაზე უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ქვეყანაში დისკუსია გააჩინა. პრემიერი მიიჩნევს, რომ სამწუხაროდ, მიზანმიმართულად მოხდა გარკვეულად ზღვრის წაშლა მფლობელობის საკითხსა და მედიაპლურალიზმს შორის და არასამთავრობო სექტორთან შეხვედრის მიზანი იყო საუბარი იმ აღქმებზე, რომელიც დღეს ქვეყანაში შეიქმნა და რომელიც, მთავრობის მეთაურის აზრით, არსებული რეალობისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ამერიკის შეერთებული შტატების
სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოსთან
დაკავშირებით X-ზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია.
14:51 / 04.05.2024
ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოსთან დაკავშირებით X-ზე მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც აღნიშნულია.
4 მაისს, საქართველოში აკრედიტებული
დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, საქართველოს
პრეზიდენტმა პროვოკაციული უწოდა „ქართული ოცნების“ საპატიო
თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, რომლებიც მან 29
აპრილს, კონტრაქციაზე გამოსვლისას გააკეთა.
14:33 / 04.05.2024
4 მაისს, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა პროვოკაციული უწოდა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებებს, რომლებიც მან 29 აპრილს, კონტრაქციაზე გამოსვლისას გააკეთა.
„ვქმნით უფრო განვითარებულ,
ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი
თაობებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,
ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური
შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. ის
ამბობს, რომ ამ შეხვედრის ძირითადი სლოგანი - “ხიდი მომავლისკენ“ -
„საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს“.
11:41 / 04.05.2024
„ვქმნით უფრო განვითარებულ, ეკონომიკურად ძლიერ, უსაფრთხო და დაცულ მომავალს შემდგომი თაობებისთვის“, - განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ოფიციალური გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას. ის ამბობს, რომ ამ შეხვედრის ძირითადი სლოგანი - “ხიდი მომავლისკენ“ - „საუკეთესოდ ასახავს საქართველოს კურსს“.
პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 2
მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული
სხდომები) არ გაიმართება. შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 2 მაისს
14.00 საათამდე იმოქმედებს.
11:21 / 02.05.2024
პარლამენტის ინფორმაციით, დღეს, 2 მაისს, პარლამენტში დაგეგმილი ღონისძიებები (ბიუროს და პლენარული სხდომები) არ გაიმართება. შენობაში უსაფრთხოების წითელი დონე 2 მაისს 14.00 საათამდე იმოქმედებს.
საქართველოს პარლამენტთან „რუსული
კანონის
19:01 / 30.04.2024
საქართველოს პარლამენტთან „რუსული კანონის" წინააღმდეგ საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.