პოლიტიკა
საქართველოს 2-3 მარტს ნატო-ს სამხედრო კომიტეტის წევრები ეწვევიან
საქართველოს 2-3 მარტს ნატო-ს სამხედრო კომიტეტი ვიზიტი შედგება. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს საქართველოში ნატო-ს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელმა მიაწოდა.
უილიამ ლაჰიუს თქმით, დელეგაციის წევრებს საშუალება ექნებათ ქვეყნაში არსებულ მდგომარეობას ადგილზე გაეცნენ. საქართველოში ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები ბოლოს 2013 წელს იმყოფებოდნენ.
უილიამ ლაჰიუმ, მედიასთან შეხვედრისას ასევე ისაუბრა მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაგეგმილ ღონისძიებებზე. სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გარდა, 1-4 მარტს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი მარიეტ შურმანი ეწვევა. მაისში კი თბილისში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეა ჩამოვა. 3 აპრილს ნატო-ს კვირეული დაიწყება და 11 აპრილს დიპლომატიური ფორმით დასრულდება.
ნატო-ს სამეკავშირეო ოფისმა ჟურნალისტებს 2017 წლის ნატო-ს დღის წესრიგიც გააცნო. მაისის ბოლოს ბრიუსელში ნატო-ს სამიტი გაიმართება, რომელსაც ამერიკის პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც დაესწრება.
მიმდინარე წელს ჩრდილოატლანტიკური ალიანსი შავ ზღვაზე პატრულირებისთვის საკუთარ წარმომადგენლობას გააძლიერებს. მულტიეროვნულ ძალებს შავ ზღვაზე რუმინეთი წარუძღვება.
სამხედრო კომიტეტის ვიზიტის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა თავდაცვის სამინსტრომაც. უწყების განცხადებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამხედრო მაღალჩინოსნებს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, გენერალი პეტრ პაველი უხელმძღვანელებს. მათ საქართველოში გენერალური შტაბის უფროსი, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია უმასპინძლებს.
სამხედრო კომიტეტი ნატო-ს უმაღლესი და მუდმივმოქმედი სამხედრო ორგანოა. მისი ძირითადი ფუნქციაა ალიანსის პოლიტიკური გადაწყვეტილების მიმღებ ორგანოებს - ჩრდილოატლანტიკურ საბჭოსა და ბირთვული დაგეგმარების ჯგუფს სამხედრო რეკომენდაციები წარუდგინოს.

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
დღეს, 2024 წლის 25 აპრილს
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის
გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით.
14:26 / 25.04.2024
დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით.
ევროპარლამენტი 25 აპრილს დაგეგმილ
პლენარულ სესიაზე „აგენტების კანონის“ შესახებ რეზოლუციის ტექსტს და
მასთან ერთად ორ შესწორებას უყრის კენჭს - შესწორებები სავიზო რეჟიმს
და ივანიშვილის სანქცირებას უკავშირდება.
09:35 / 25.04.2024
ევროპარლამენტი 25 აპრილს დაგეგმილ პლენარულ სესიაზე „აგენტების კანონის“ შესახებ რეზოლუციის ტექსტს და მასთან ერთად ორ შესწორებას უყრის კენჭს - შესწორებები სავიზო რეჟიმს და ივანიშვილის სანქცირებას უკავშირდება.
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“
„აგენტების კანონის“ მხარდამჭერი აქციის ჩატარებას გეგმავს თბილისში.
ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს
„მხარდამჭერთა თხოვნაა“.
13:08 / 22.04.2024
მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ „აგენტების კანონის“ მხარდამჭერი აქციის ჩატარებას გეგმავს თბილისში. ამის შესახებ პარტია განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ეს „მხარდამჭერთა თხოვნაა“.
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა
პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
16:33 / 20.04.2024
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
14:44 / 20.04.2024
"დღეს ქვეყანა ვერ გახდება, დღეს არ ვართ მზად, რომ გავხდეთ [ევროკავშირის] წევრი ქვეყანა, ხომ ასეა, ხომ მეთანხმებით?
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.