პოლიტიკა
სტრასბურგში ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიმართება
დღეს, ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომა გაიხსნება, რომლის მუშაობაშიც საქართველოს პარლამენტისა და ევროპარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას.

სხდომა სტრასბურგში, ევროპარლამენტში გაიმართება, რომელსაც თანათავმჯდომარეები, თამარ ხულორდავა და საჯად კარიმი უხელმძღვანელებენ.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე, საქართველოსა და ევროკავშირს შორის ურთიერთობები, ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების მიმდინარეობა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების გამოყენების პერსპექტივები და მისი ეკონომიკასა და სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ზეგავლენა განიხილება. დეპუტატები, ასევე, დემოკრატიული რეფორმების მიმდინარეობასა და საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების გზებზე იმსჯელებენ.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის სხდომაზე მოხსენებით წარსდგება სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში ვიქტორ დოლიძე, სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში, ქეთევან ციხელაშვილი და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე, გენადი არველაძე.

ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის მეოთხე სხდომა მუშაობას ხვალ, 16 თებერვალს დაასრულებს. ასოცირების ხელშეკრულების განხორციელების ხელშესაწყობად, სხდომის ფარგლებში, განცხადება და რეკომენდაციები მიიღება.


* * *
ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი (EU-Gეორგია Pარლიამენტარყ Aსსოციატიონ ჩომმიტტეე) ერთი მხრივ, საქართველოს პარლამენტის წევრების და მეორეს მხრივ, ევროპარლამენტის წევრებისაგან შედგება. ეს ორგანო ერთ-ერთია იმ ინსტიტუციური ჩარჩოდან, რომელსაც ასოცირების ხელშეკრულება ადგენს ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშროლობისთვის, აღმასრულებელ ხელისუფლებაში მოქმედი ასოცირების საბჭოსა და ასოცირების კომიტეტებთან ერთად. ასოცირების ხელშეკრულების თანახმად (კარი VIII, თავი I, მუხლი 410), ასოცირების საპარლამენტო კომიტეტი ხელს უწყობს საპარლამენტო დიპლომატიის განვითარებას და ევროპარლამენტსა და საქართველოს პარლამენტს შორის კავშირის განმტკიცებას. კომიტეტის რეგლამენტის თანახმად, კომიტეტის სხდომები იმართება წელიწადში ორჯერ, მონაცვლეობით, თბილისსა და ბრიუსელში.

საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს და განავითაროს საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობა, განახორციელოს ზედამხედველობა ასოცირების ხელშეკრულების შესრულებასა და გამოყენებაზე, განამტკიცოს კავშირი საქართველოს პარლამენტსა და ევროპარლამენტს შორის და ამ გზით, მხარი დაუჭიროს საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციას.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
პარტია
15:02 / 27.04.2024
პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ეხმაურება 14 სენატორის წერილს, რომელიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გაუგზავნეს.
საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა 14 ამერიკელი სენატორის
წერილს, რომელიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“
კანონპროექტთან დაკავშირებით გაუგზავნეს საქართველოს
პრემიერ-მინისტრს.
14:39 / 27.04.2024
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა 14 ამერიკელი სენატორის წერილს, რომელიც მათ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით გაუგზავნეს საქართველოს პრემიერ-მინისტრს.
შეერთებული შტატების სენატის
ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი
გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს
აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების
კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ
აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. აღნიშნულის შესახებ
ინფორმაციას
13:54 / 27.04.2024
შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს 26 აპრილს წერილი გაუგზავნა, რომელიც ღრმა შეშფოთებას გამოხატავს და პრემიერს აფრთხილებს, რომ თუ ხელახლა ინიცირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას "ამერიკის ხმა" ავრცელებს.
დღეს, 2024 წლის 25 აპრილს
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის
გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით.
14:26 / 25.04.2024
დღეს, 2024 წლის 25 აპრილს ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია საქართველოში „უცხოეთის გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტთან“ დაკავშირებით.
ევროპარლამენტი 25 აპრილს დაგეგმილ
პლენარულ სესიაზე „აგენტების კანონის“ შესახებ რეზოლუციის ტექსტს და
მასთან ერთად ორ შესწორებას უყრის კენჭს - შესწორებები სავიზო რეჟიმს
და ივანიშვილის სანქცირებას უკავშირდება.
09:35 / 25.04.2024
ევროპარლამენტი 25 აპრილს დაგეგმილ პლენარულ სესიაზე „აგენტების კანონის“ შესახებ რეზოლუციის ტექსტს და მასთან ერთად ორ შესწორებას უყრის კენჭს - შესწორებები სავიზო რეჟიმს და ივანიშვილის სანქცირებას უკავშირდება.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.