პოლიტიკა
გედევან ფოფხაძე, ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კომისიის ხელმძღვანელად წარადგინა
პარლამენტში ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიას გედევან ფოფხაძე უხელმძღვანელებს.

ბიუროს დღევანდელ სხდომაზე შევიდა ინფორმაცია ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებით კომისიაში ფრაქცია "ქართული ოცნების" კვოტით წარდგენილი კანდიდატების შესახებ.

რაც შეეხება კომისიის წევრებს, ისინი გია ვოლსკი, ირინე ფრუიძე, გიორგი მოსიძე, სვეტლანა კუდბა, ედიშერ თოლორაია და ლერი ხაბელოვი იქნებიან.

საპარლამენტო ოპოზიციას კომისიაში საკუთარი კანდიდატურები ჯერ არ წარუდგენია. კომისიის შემადგენლობის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი დადგენილებით მიიღებს.
Print