ახალი ამბები
"კანონს არ დავუბრუნდებოდით, ფინანსები რომ გამჭვირვალე ყოფილიყო" - მამუკა მდინარაძე
პირობებზე საუბარს და რაღაც ქუჩური სტილის, გოიმურ გარჩევებს, რომ პირობა სად არის, თავი დაანებონ - კანონს არ დავუბრუნდებოდით, ფინანსები რომ გამჭვირვალე ყოფილიყო, ჩვენი პირობა იყო კანონის არდაბრუნება, მათი პირობა იყო გამჭვირვალობა, რაშიც გადაგვაგდეს,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად პირობისა, არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების გამჭვირვალობა გაუარესდა.

„პირადად მე და „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერებს გვამუნათებენ - დიახ, ჩვენი პირობა იყო, რომ კანონი არ დაგვებრუნებინა, მათი პირობა, ნათქვამი იყო ფინანსების გამჭვირვალობა. სად არის ფინანსების გამჭვირვალობა? კიდევ უფრო რომ გაუარესდა, ეს არის გამჭვირვალობა? მათი პირობა სად არის? დაიდოს ეს პირობა, რომ ფინანსები გამჭვირვალე იყოს. ფინანსები უფრო გაუმჭვირვალე გახდა. ათასობით მაგალითი შეგვიძლია მოვიტანოთ. მათი პირობა იყო გამჭვირვალობა, ეს პირობა არ სრულდება, უარესდება. პირობებზე საუბარს და რაღაც ქუჩური სტილის, გოიმურ გარჩევებს, რომ პირობა სად არის, თავი დაანებონ. სად არის და აქ არის - დიახ, ჩვენ არ დავუბრუნდებოდით კანონს, ფინანსები რომ გამჭვირვალე ყოფილიყო, ჩვენი პირობა იყო კანონის არდაბრუნება, მათი პირობა იყო გამჭვირვალობა, რაშიც გადაგვაგდეს და ქართული სახელმწიფო, ქართული საზოგადოება მოატყუეს“,- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.


წყარო: ipn.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით,
ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ
გატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად
ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გამოვლინდა.
10:39 / 21.05.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაული გამოვლინდა.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი
15:50 / 19.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ე.წ. უცხოური აგენტების კანონპროექტი
პერსონალურ მონაცემთა დაცვის
სამსახური აცხადებს, რომ მათთან შესული 70-მდე
განცხადება/შეტყობინებიდან,
12:52 / 19.05.2024
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აცხადებს, რომ მათთან შესული 70-მდე განცხადება/შეტყობინებიდან,
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის
შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება.
10:42 / 19.05.2024
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონის საწინააღმდეგოდ დღეს ორი აქცია გაიმართება.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე
ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო
დაადო.
17:16 / 18.05.2024
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” კანონს ვეტო დაადო.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.