ახალი ამბები
ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობა დატოვა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ესაუბრა ჯანდაცვის მინისტრს, რის შემდეგაც, ზურაბ აზარაშვილმა თანამდებობა დატოვა.

"მთავრობის მეთაური ჯანდაცვის ახალ მინისტრს უახლოეს დღეებში წარადგენს", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეს არის მინისტრთა კაბინეტში პირველი საკადრო ცვლილება ირაკლი კობახიძის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის დროს.

მინისტრის თანამდებობაზე აზარაშვილი 2021 წლის დეკემბერში დაინიშნა.





Print