პოლიტიკა
ვოლოდიმირ ზელენსკი - ძალიან რთულ მომენტში ვართ, მაგრამ რუსეთის შეჩერება შესაძლებელია
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დარწმუნებულია, რომ შესაძლებელია რუსეთის შეჩერება, რათა უკრაინის განადგურება და მესამე მსოფლიო ომი არ დაუშვან.

უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ პრეზიდენტმა გერმანულ ტელეარხ ARD-თან ინტერვიუში განაცხადა, როდესაც მას დაუსვეს შეკითხვა, შესაძლებელია თუ არა, რომ ომი წელს დასრულდეს.

„უნდა გვჯეროდეს საკუთარი თავის, გვჯეროდეს ხალხის, უკრაინის, გვჯეროდეს ჩვენი პარტნიორების და გვჯეროდეს მსოფლიოსი. ყოველი ომი მთავრდება. ძალიან რთულ მომენტში ვართ როგორც გეოპოლიტიკური, ასევე ფინანსური თვალსაზრისით, თუმცა, რუსეთის შეჩერება ამ ომით მაინც შესაძლებელია. შესაძლებელია, არ დავუშვათ უკრაინის განადგურება, ჩვენი ერის განადგურება, შესაძლებელია გლობალური მიგრაციის თავიდან აცილება, მესამე მსოფლიო ომის თავიდან აცილება“, - აღნიშნა ზელენსკიმ.




წყარო: ipn
Print