პოლიტიკა
მთავრობა კონცერტით გეგმავს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე გადაწყვეტილების აღნიშვნას
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ დეკემბერში, როცა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება გახდება ცნობილი, კონცერტი გაიმართება. მან დღეს, 27 ნოემბერს, მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ღონისძიება 14 ან 15 დეკემბერს გაიმართება, გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ. ზუსტი თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

"გვინდა გავმართოთ საერთო, სახალხო, ეროვნული ზეიმი, გამარჯვების ზეიმი და კონცერტი და ერთად აღვნიშნოთ ეს ისტორიული გამარჯვება ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის, ჩვენი მთავრობის და ხელისუფლების მუშაობის შედეგი", - თქვა ღარიბაშვილმა.

მანვე აღნიშნა, რომ მთავრობა დაამტკიცებს დეოლიგარქიზაციის გეგმას, რომელიც რამდენიმე პუნქტისგან შედგება:

"თითოეულ ნაბიჯსა და რეფორმებზე გვაქვს კონკრეტული ხედვა, გაწერილი გვექნება სამოქმედო გეგმა და შესრულების ვადებიც".
Print