ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შედეგებით, ბორჯომის მუნიციპალიტეტი 53-ე ადგილს იკავებს
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის 2023 წლის შედეგებით, მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების საშუალო შედეგი 33%-ია, რაც 5%-ით აღემატება 2021 წლის მაჩვენებელს.

მუნიციპალიტეტებმა შედეგები გააუმჯობესეს საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნებისა და ელექტრონული მმართველობის კომპონენტებში. თუმცა, შემცირდა მონაწილეობის ხელშეწყობისა და ანგარიშვალდებულების მაჩვენებლები.


2023 წლის შეფასების შედეგების მიხედვით 75%-იანი შეფასებით პირველ ადგილს იკავებს ფოთის მუნიციპალიტეტ. ხოლო. ბოლო, 64-ე ადგილს 6%-იანი შეფასებით იკავებს ასპინძის მუნიციპალიტეტი.


რაც შეეხება სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტის 2023 წლის შედეგებს:


№40 ახალციხის მუნიციპალიტეტი 26%;
№ 47 ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 24%;
№ 53 ბორჯომის მუნიციპალიტეტი 19%;
№ 55 ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი 18%;
№ 62 ადიგენის მუნიციპალიტეტი 12%;
№ 64 ასპინძის მუნიციპალიტეტი 6%.



ხოლო, 2021 წლის დინამიკა, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ექვსივე მუნიციპალიტეტების შედეგების მიხედვით ასე გამოიყურება:



ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი 5%. (2021წ)
2023 წლის შედეგების მიხედვით, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტმა შედეგი +13%-ით გააუმჯობესა;

ადიგენის მუნიციპალიტეტი 4%. (2021წ)
2023 წლის შედეგების მიხედვით, ადიგენის მუნიციპალიტეტმა შედეგი +8%-ით გააუმჯობესა;


ახალქალაქის მუნიციპალიტეტი 18%. (2021წ)
2023 წლის შედეგების მიხედვით, ახალქალაქის მუნიციპალიტეტმა შედეგი +6%-ით გააუმჯობესა;

ასპინძის მუნიციპალიტეტი 6%. (2021წ)
2021 და 2023 წლების შედეგები არის იდენტური.


ახალციხის მუნიციპალიტეტი 31%. (2021წ)
2023 წლის შედეგების მიხედვით, ახალციხის მუნიციპალიტეტმა შედეგი -5%-ით გააუარესა;

ბორჯომის მუნიციპალიტეტი 27%. (2021წ)
2023 წლის შედეგების მიხედვით, ბორჯომის მუნიციპალიტეტმა შედეგი -8%-ით გააუარესა. 




მნიშვნელოვანი, ორნიშნა (10%-დან - 38%-მდე), ზრდა დაფიქსირდა 18 მუნიციპალიტეტში, ხოლო არსებითი გაუარესება აღინიშნა (10%-დან - 32%-მდე) 6 მუნიციპალიტეტში.

აქვე გაეცანით, 64-ივე მუნიციპალიტეტის, ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის დინამიკას წლების მიხედვით. 





საქართველოს მუნიციპალიტეტების ერთიანი ეროვნული შეფასება - 2023;

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის დინამიკა.


Print