ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა.

​ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს პრეზიდენტი რამდენიმე კვირის წინაც შეხვდა, როცა საკონსტიტუციო სასამართლოში მის წინააღმდეგ შეიტანა წარდგინება მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ".

ელჩების გარდა, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი შეხვდა ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებსაც.

საქართველოს პრეზიდენტმა ოპოზიციური პარტიებისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრები განაახლა საკონსტიტუციო სასამართლოში მის წინააღმდეგ შეტანილ წარდგინებაზე უარყოფითი დასკვნის გამოცხადების შემდეგ - 9-წევრიანი სასამართლოს 6-მა მოსამართლემ მიიჩნია, რომ პრეზიდენტს უცხო ქვეყნის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან შეხვედრის დროს სჭირდება მთავრობის თანხმობა, რასაც "ქართული ოცნების" ხელისუფლება მას ბოლო დროს არ აძლევს.



Print