ახალი ამბები
რა ითხოვა სამცხის დეპუტატმა საბიუჯეტო კომისიის სხდომაზე რეგიონისთვის
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე, ბორჯომი-ახალციხე-ადიგენი-ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი სიტყვით გამოვიდა და კითხვასთან ერთად, თხოვნით მიმართა კომიტეტის წევრებს. ანტონ ობოლაშვილმა ითხოვა, რომ მაღალმთიან რეგიონებში, ჯანდაცვის და განათლების სფეროებში არსებული შეღავათებით, ტექნიკური პერსონალიც უნდა სარგებლობდეს. დეპუტატი ფიქრობს, რომ ამისთვის საჭიროა კანონში ცვლილება შევიდეს. მან ასევე კითხვით მიმართა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრს. ანტონ ობოლაშვილი დაინტერესდა, სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგებისთვის გამოყოფილი 520 მილიონი ლარიდან, სამინისტრო გეგმავს თუ არა სამცხე-ჯავახეთში ამ კუთხოთ ინფრასტრუქტურულ პროექტს და რა თანხა მოხმარდება ობოლაშვილის სამაჟორიტარო რეგიონს. 



Print