ინტერაქტიული მულტიმედია
რძის პროდუქტების გზა ევროპულ ბაზრამდე და არაინფორმირებული ფერმერები
სამცხე-ჯავახეთის რეგიონში, სოფლის მეურნეობა და კერძოდ მესაქონლეობა, ბევრი ფერმერისთვის შემოსავლის წყაროა. სანიტარულ-ჰიგიენურ ნორმებს შეძლებისდაგვარად იცავენ და რძის პროდუქტების რეალიზებას ადგილობრივ მოსახლეობაში აწარმოებენ. სურვილი აქვთ, რომ ცხოველური წარმოშობის პროდუქტი ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაიტანონ, თუმცა ამისთვის, არც შესაბამისი ცოდნა და არც ფინანსები აქვთ. გლეხებისგან განსხვავებით, შედარებით დაცულია სტანდარტები რძის გადამამუშავებელ საწარმოებში.

სფეროს ექსპერტების შეფასებით, საქართველოში დღესდღეობით ორი მთავარი გამოწვევა - რძის პროდუქტების არასაკმარისი რაოდენობა და ევროპის საკანონმდებლო რეგულაციებია, რომლის დაკმაყოფილებაც ამ ეტაპზე ვერ ხდება. მათი შეფასებით, ამის გამო ვერ ხერხდება ცხოველური წარმოშობის პროდუქტის ექსპორტი სხვადასხვა ქვეყანაში. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ საქართველომ ასოცირების ხელშეკრულებას ხელი 5 წლის წინ მოაწერა, ამ ვალდებულების შესასრულებლად კი სახელმწიფოს ერთი წელი დარჩა.

რა გზა უნდა გაიაროს რძის პროდუქტებმა, ევროპულ ბაზარზე მოსახვედრად, ვრცლად ნახეთ მულტიმედია მასალაში. მის სრულად დასანახავად, დააწკაპეთ ფოტოზე


რძის პროდუქტების გზა ევროპულ ბაზრამდე და არაინფორმირებული ფერმერები



Print