ინტერაქტიული მულტიმედია
ორი სოფლის გასაჭირი

ბორჯომის მუნიციპალიტეტის  სოფელი სადგერი წლებია უწყლობას უჩივის, ადგილობრივების ონკანებში სასმელი წყალი გრაფიკით მოდის,

დღეში რამდენიმე  საათით, მოსახლეობას ყველაზე მეტად ის აწუხებს, რომ საკურორტო სოფელში ჩამოსული დამსვენებელი ამ პრობლემის გამო დასახლებაში დიდხანს არ ჩერდება, ისინი 24 საათიან სასმელ წყალს და მეტ კომფორტს ითხოვენ.

 

ადგილობრივების შემოსავლის ძირითადი წყარო  ტურიზმია. ზაფხულობით სადგეში საკუთარ სახლებს და საოჯახო ტიპის სასტუმროებს აქირავებენ. სადგრელების უმეტესობა თვლის, რომ ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და სასმელი წყლის პრობლემის მოგვარება სოფელში მეტ დამსვენებელს მოიზიდავს და მათი სოციალური მდგომარეობაც გაუმჯობესდება



რეაბილიტირებული სკვერი სადგერში

სოფელში ამ დროისთვის 95 ოჯახი ცხოვრობს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიმდინარე წელს სადგერში რამდენიმე ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ოქტომბერში სოფლის ცენტრში რეაბილიტირებული სკვერი გაიხსნა, ზაფხულში კი საკანალიზაციო ქსელი გაიყვანეს, თუმცა საკურორტო სოფლისთვის ეს საკმარისი არ არის




სოფ. სადგერის მცხოვრებლები

ზაფხულობით სოფელ დვირს დამსვენებელი ცოტა ჰყავს, მაგრამ სკოლამდელი ასაკის ბავშვია ბევრი, მათთვის კი საბავშვო ბაღი არ არის.

სოფელი დვირი ბორჯომიდან 18 კილომეტრში მდებარეობს, პატარებისთვის საბავშვო ბაღის  აშენებას დვირელები ათეულობით წლებია უშედეგოდ ელოდებიან.

სოფელში თაობები ისე  გაიზარდნენ ბაღში არ უვლიათ.  სოფლის ცენტრში ძველი საბავშო ბაღის შენობა ნახევრად დანგრეულია.




დვირის საბავშვო ბაღის შენობა

დვირელებმა,  ადგილობრივი ხელისუფლებისგან,  ბაღის აშენების დაპირება რამდენიმე წლის წინ მიიღეს, ჯერ-ჯერობით დიდებიც და პატარებიც მოლოდინის რეჟიმში არიან.



ორივე სოფლის მოსახლეობამ ადგილობრივ  ხელისუფლებას არაერთხელ მიმართა და პრობლემების მოგვარება მოითხოვა, დაპირებები მიიღეს, თუმცა დგილობრივმა მთავრობამ მოსახლეობას მოლოდინი  გაუცრუა. ფაქტია წლები გადის, ხელისუფლება იცვლება, პრობლემები კი ისევ პრობლემებად რჩება.





 



Print E-mail
FaceBook Twitter
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.