საბავშვო მოდების ჩვენება ბორჯომში
“Fashion studio“-მ ბორჯომში საბავშვო მოდების ჩვენება გამართა. მონაწილეობა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებისა და საჯარო სკოლების უმცროსკლასელებმა მიიღეს. 30-მდე მოსწავლე ჩვენებისთვის ერთი თვის განმავლობაში ემზადებოდა. აქვე მოეწყო ფოტოსესია. მონაწილეებს კი დიპლომები გადაეცათ.
პროექტი საპილოტეა და ქვეყნის მასშტაბით პირველად ხორციელდება. სტუდიის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ მომავალი წლიდან პროექტი ფართო მასშტაბებს მიიღებს.


Print