"ნიკო ფიროსმანის მოტივები"-გამოფენა ბორჯომში
"ნიკო ფიროსმანის მოტივები"-ასე ერქვა გამოფენას, რომელსაც სასტუმრო "ბორჯომი-ლიკანმა" უმასპინძლა. ხელოვანმა შოთა მაღლაკელიძემ გამოყენებითი ხელოვნების 50-მდე ნამუშევარი წარმოადგინა. გამოფენა ნიკო ფიროსმანის გარდაცვალებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. ფიროსმანის ცხოვრებისა და შემოქმედების შესახებ პრეზენტაციები წარმოადგინეს ფონდთან "ჩვენი ბორჯომისათვის" არსებული სამოქალაქო განათლების კლუბის მოსწავლეებმა.
Print