ბორჯომს მარჯანიშვილის სახელობის თეატრი ესტუმრა
გუშინ ბორჯომში კოტე მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო დრამატულმა თეატრმა რეგიონული ტურნეს ფარგლებში სპექტაკლის ჩვენება გამართა. ღია ცის ქვეშ შეკრებილმა მაყურებლებმა უილიამ შექსპირის პიესის მიხედვით შექმნილი დადგმა "როგორც გენებოთ" იხილეს.სპექტაკლის მასპინძელი კომპანია "IDS  ბორჯომი საქართველო" იყო.სპექტაკლზე დასწრება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.
Print