„50 წელი ხელოვნებაში“ - ელზა ხერხეულიძის საიუბილეო ღონისძიება ბორჯომში
„50 წელი ხელოვნებაში“, ბორჯომში ელზა ხერხეულიძის საიუბილეო თარიღი აღინიშნა. ღონისძიება მხარეთმცოდნეობის მუზეუმისა და თოჯინების თეატრის ერთობლივი ორგანიზებით გაიმართა, მოეწყო მისი შემოქმედებითი გზის შესახებ ვიდეოს პრეზენტაცია, შესრულდა მუსიკალური ნომრებიც. მსახიობი, რომელიც მაყურებელმა სცენიდან შეიყვარა, პარალელურად წერს ლექსებს და უკრავს. აქვს სხვადასხვა სფეროში მუშაობის გამოცდილებაც. ელზა ხერხეულიძე ორგანიზატორების მიერ სიმბოლურად დასაჩუქრდა.
Print