ყვიბისის საჯარო სკოლის პედაგოგის ზეინაბ ნოზაძის საიუბილეო საღამო
ზეინაბ ნოზაძეს დაბადებიდან 70,მოღვაწეობიდან კი 50 წლის იუბილე შეუსრულდა. ღვაწლმოსილ პედაგოგს საიუბილეო თარიღი კულტურისა და ხელოვნების ცენტრში ღონისძიებით მიულოცეს.შესრულდა ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ნომრები.ზეინაბ ნოზაძის მოსწავლეებმა საყვარელ პედაგოგს ლექსები მიუძღვნეს და შეკრებილ მაყურებელს მისი ცხოვრებიდან მნიშვნელოვანი ფრაგმენტები გააცნეს.
Print