4-7 იანვარს ბორჯომსა და ბაკურიანში მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიებები გაიმართება
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, 4 იანვარს ბორჯომში და 7 იანვარს ბაკურიანში, საახალწლო ღონისძიებები გაიმართება.

ბორჯომში, მერაბ კოსტავას სახელობის სკვერში მისულ სტუმრებს საშობაო ბაზრობა დახვდებათ, სადაც ადგილობრივი ნაწარმი და ხელნაკეთი ნივთები გაიყიდება.

ბავშვების მხიარულ განწყობაზე კოსტიუმირებული ზღაპრის გმირები, მხიარული ანიმატორები და თოვლის ბაბუა იზრუნებს.

საღამოს კი ნინი ქარსელაძის, ქუჩის ბიჭებისა და რეზო და ბავშვების მონაწილეობით, კონცერტი გაიმართება, რომელსაც რუსკა მაყაშვილი გაუძღვება.


ხოლო ბაკურიანში, ოცდახუთიანების მიმდებარე ტერიტორიაზე, 14:00 საათიდან ორკესტრისა და კოსტიუმირებული გმირების მსვლელობა დაიწყება, მოეწყობა საბავშვო სივრცე, საახალწლო სათამაშოების სახელოსნო. ბავშვების მხიარულ განწყობაზე ზღაპრის გმირები და ანიმატორები იზრუნებენ, მათ თოვლის ბაბუასთან შეხვედრის შესაძლებლობაც ექნებათ.

ასევე, გაიმართება საშობაო ბაზრობა, სადაც ადგილობრივი მეწარმეების მიერ შექმნილი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.

საღამოს მუსიკალურად ნოდარიკო ხუციშვილი და ბენდი, ჯგუფი „შერეკილები“, ჯგუფი „ქილეიჯი“ გააფორმებენ. ღონისძიებას კი რუსკა მაყაშვილი გაუძღვება. ერთად აღვნიშნოთ ახალი წლის დღეები საქართველოში.


(R)
Print