"მუზეუმს საფრთხე არ ემუქრება, ვაგრძელებთ ვიზიტორების მიღებას" - მუზეუმის დირექტორი
ვარძიის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩამოცვენილი ქვის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. მუზეუმის დირექტორის განცხადებით, ქვათა ცვენა დღეს დაახლოებით დილის 8 საათზე დაიწყო, ამის მიზეზი კი წუხელ მოსული უხვი ნალექი გახდა.

"სერიოზული დაზიანება არ არის, მუზეუმს საფრთხე არ ემუქრება, ვაგრძელებთ მუშაობას და ვიზიტორების მიღებას" - განაცხადა ილია თევდორაძემ.

შეგახსენებთ, ვარძიის შესავლელში ლოდები დღეს დილის რვა საათზე ჩამოცვივდა და მიმდებარე ტერიტორია დააზიანა.



წყარო: "მეცხრე არხი" 



მავე თემაზე:

დღეს დილით ვარძიის შესასვლელში ლოდები ჩამოცვივდა

Print