"ბორჯომობა 2022" გალა-კონცერტით და ფეიერვერკით დასრულდა
ბორჯომობა 2022-ის კულმინაცია გალა-კონცერტი იყო. ბორჯომის ცენტრალურ ისტორიულ პარკში, მაგდა ვასაძემ ბენდთან ერთად ქართული და უცხოური სიმღერები შეასრულა. ასევე სცენაზე წარსდგნენ ჩვენებურები. კონცერტს ესწრებოდნენ როგორც ადგილობრივები, ასევე ქალაქის სტუმრები.

გალა-კონცერტი ფეიერვერკით დასრულდა. ბორჯომობა ტრადიციული სახალხო დღესასწაულია, რომელიც ყოველწლიურად იმართება.

Print