ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა მუშაობა განაახლა
ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრმა , ერთწლიანი პაუზის შემდეგ მუშაობა განაახლა. თეატრის დასმა გუშინ ლიკანის მესამე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს უმასპინძლა. მსახიობებმა პატარებს სპექტალი, ნახერხის რაინდები შესთავაზეს, სპექტაკლის ჩვენება რეგულაციების სრული დაცვით გაიმართა.
ბორჯომის თოჯინების სახელმწიფო თეატრის ხელმძღვანელის თქმით სპექტაკლების ჩვენება პატარებისთვის მომავალშიც გაგრძელდება.


Print