ახალი ამბები
ახალქალაქში დიალიზის სერვისი ამოქმედდა - ჯანდაცვის სამინისტრო
ახალქალაქში,ყვარელში, მარტვილსა და ხულოში დიალიზის სერვისი ამოქმედდა. ამ დრომდე ბენეფიციარებს პროცედურის ჩასატარებლად, კვირაში რამდენჯერმე, კილომეტრების დაშორებით, სხვადასხვა ქალაქში უწევდათ გადაადგილება, რაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან, დროსა და ხარჯებთან იყო დაკავშირებული.

სერვისის ამოქმედების შემდეგ, კი ბენეფიციარები სერვისს მათსავე ქალაქში, საცხოვრებელ სახლებთან ახლოს მიიღებენ.

სამედიცინო დაწესებულებები, დიალიზისთვის საჭირო აპარატურით სრულად აღიჭურვა. ჰემოდიალიზის საჭიროების მქონე პირებს, სათანადოდ გადამზადებული მედპერსონალი ყოველდღიურად მოემსახურება.

ახალქალაქის,ყვარლის, მარტვილისა და ხულოს შემდეგ, დიალიზის სერვისი მიღება უახლოეს მომავალში ჭიათურაში, სენაკში, საგარეჯოში,ტყიბულში,წალენჯიხაში,ცაგერში, წნორში და დედოფლისწყაროშიც იქნება შესაძლებელი, რის შედეგადაც გეოგრაფიული მოცვა გაიზრდება და საჭირო სერვისის მიღებას ბენეფიციარები შეუფერხებლად შეძლებენ.

ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
Print E-mail
FaceBook Twitter
«« მაისი 2024 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.